საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა მოლდოვის ტურნირზე პირველი მატჩი გამართა #1TVSPORT
საქართველოს 19-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა მოლდოვის საერთაშორისო ტურნირზე პირველი შეხვედრა მასპინძლებთან გამართა და ბოლო წუთებზე გაშვებული ბურთებით დამარცხდა – 1:2.
საქართველოს ნაკრებმა ანგარიში 45-ე წუთზე გახსნა – გიორგი ჩუბინიძის გადაცემის შემდეგ გიორგი გვასალიამ გუნდი დააწინაურა.
88-ე წუთზე ნიკიტა კარაგეორგეს მიერ შესრულებული პენალტი საქართველოს ნაკრებისა და ბელგიური „უნიონ სენ ჟილის“ მეკარემ, გიორგი ყავლაშვილმა მოიგერია. მოლდოველებმა მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე მაინც მოახერხეს თამაშის გადარჩენა – ანგარიში ლეონარდ ბულმაგამ (90+3) გაათანაბრა, ხოლო მასპინძლებს გამარჯვება მიჰაილ სავამ (90+5) მოუტანა.
ქართველი 19-წლამდელები მეორე მატჩს 8 ივნისს მოლდოვის 20-წლამდელთა ნაკრებთან გამართავენ, რომელიც ტურნირში უკონკურსოდ მონაწილეობს, ხოლო 10 ივნისს სომხეთის 19-წლამდელებს შეხვდებიან.
საქართველო (სასტარტო შემადგენლობა): გიორგი ყავლაშვილი, ნიკოლოზ ბოჭორიშვილი, მათე შათირიშვილი, ალექსანდრე ამისულაშვილი, გიორგი ჩუბინიძე, ლუკა წულაია, გიორგი გვასალია, ლაშა ხუციშვილი, გიორგი ფერაძე, რეზი დანელია, ნიკოლოზ ჩიქოვანი.
სათადარიგოები: საბა ტარტარაშვილი, დაჩი გოგოლი, გიორგი გაბრიჩიძე, ალექსანდრე ქუთათელაძე, დავით ზაქარეიშვილი, საბა ნიორაძე, გიორგი ლომიძე, დავით გოგილაშვილი, დანიილ დუპლი, საბა მურვანიძე.
მთავარი მწვრთნელი: ვასილ მაისურაძე.