საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის საგზური მოიპოვა [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მეორე შეხვედრა მოლდოვის ნაკრებს 2:1 მოუგო და ელიტრაუნდის საგზური მოიპოვა.


საქართველო-მოლდოვა 2:1


გოლები: 1:0 შეროზია (8-პენ.), 1:1 ბოცანი (35). 2:1 შეროზია (65. ლორთქიფანიძის პასით)

საქართველო: კურტანიძე, სადღობელაშვილი, ნარიმანიძე, გიუნაშვილი, შეროზია, ჩიქოვანი, ცეცხლაძე, ბერელიძე (78. მაშავა), ფეიქრიშვილი (61. გეგუჩაძე), ლორთქიფანიძე, სამუშია (74. ბასილაძე)

სათადარიგო: ბედიაშვილი, ბუკია, გობეშია, გოგსაძე, ნინიძე, ავალიანი.

 

ვასილ მაისურაძის გუნდმა პირველ ტურში კვიპროსი დაამარცხა (2:0) და მოლდოვასთან წარმატების შემთხვევაში ელიტრაუნდის საგზურს გაინაღდებდა. გუნდმა „მიხეილ მესხი 2“-ზე გამართული მატჩიც კარგად დაიწყო და სწრაფად დაწინაურდა – მე-8 წუთზე სტუმრების კარში დანიშნული პენალტი ლუკა შეროზიამ გაიტანა.

გოლის შემდეგ საქართველოს ნაკრები ცოტა მოდუნდა, მეტოქეზე შეტევების წნეხი შეამცირა, რითიც მოლოდველებმა ისარგებლეს და 35-ე წუთზე დან-ანჯელო ბოცანმა ეფექტური დარტყმით ანგარიში გაათანაბრა. პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა.

მეორე ტაიმი ქართველმა ფეხბურთელებმა აქტიურად დაიწყეს და მეტოქის კართან რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნეს. ერთ-ერთი მათგანი კი 65-ე წუთზე გოლით დასრულდა – დაჩი ლორთქიფანიძის წამოწყებული შეტევის შემდეგ კარში ისევ ლუკა შეროზიამ დაარტყა, მოლოდველების მეკარემ კი ბურთი ხელში ვერ შეიმაგრა – 2:1.

ორი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა ექვსი ქულა დააგროვა და ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის საგზური გაინაღდა.

ბოლო ტურის შეხვედრას ვასილ მაისურაძის გუნდი ისევ „მიხეილ მესხი 2“-ზე გამართავს – საქართველოს 19-წლამდე ნაკრების მეტოქე ჯგუფის ფავორიტი, ესპანეთი იქნება.