საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრებმა სომხეთის ნაკრებს ორი ამხანაგური მატჩი მოუგო #1TVSPORT

01:24, 22.08.2026

საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრებმა, რომელიც ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ემზადება, სომეხ თანატოლთა ნაკრებთან ერევანში ორი ამხანაგური მატჩი გამართა და ორივე ერთნაირი ანგარიშით, 4:0 მოიგო.

პირველ მატჩში გოლები ნინიკო ჩხეტიანმა, თეკლა ბერიძემ, ანასტასია ბუჩუკურმა და ელენე ბოლქვაძემ გაიტანეს. მეორე შეხვედრაში კი ანასტასია ბუჩუკურმა დუბლი შეასრულა, თითო გოლი ანანო მიქაბერიძემ და ლოლიტა კალოიანმა გაიტანეს.

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი რაუნდის შეხვედრებს 7-13 ოქტომბერს გამართავს – B ლიგის მეორე ჯგუფში ქართველი გოგონების მეტოქეები ირლანდიის, ბულგარეთისა და სომხეთის ნაკრებები იქნებიან. ჯგუფური ეტაპის მატჩებს ბულგარეთი უმასპინძლებს.

მსგავსი