საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრებმა სომხეთი დაამარცხა #1TVSPORT
საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრებმა სომხეთის ნაკრებს უმასპინძლა და 5:1 დაამარცხა.
სფფ-ის რუსთავის ტექნიკურ ცენტრში გამართულ შეხვედრაში საქართველო პირველივე წუთზე ანანო მიქაბერიძის გოლით დაწინაურდა. შესვენებამდე თავი კესო მეტონიძემ (27) და ლოლიტა კალოიანმა (31) გამოიჩინეს.
სომხებმა სხვაობა ნაირა აგვანიანის (39) დარტყმით სხვაობა შეამცირეს, თუმცა ლავრენტი დავითაშვილის გუნდმა ტემპი მეორე ტაიმშიც შეინარჩუნა და კიდევ ორი გოლი გაიტანა – გოლები ლიზი კაკულიამ (61) და მარიამ ჯოჯუამ (77) გაიტანეს.
საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრები სომხეთთან მეორე ამხანაგურ მატჩს 14 აგვისტოს გამართავს, კვლავ სფფ-ის რუსთავის ტექნიკურ ცენტრში. შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება.