საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრებმა სომხეთი დაამარცხა #1TVSPORT
საქართველოს 19-წლამდელ გოგონათა ნაკრებმა ერევანში სომხეთთან ამხანაგური მატჩი გამართა და მეტოქე ანგარიშით 4:0 დაამარცხა.
მთავარი მწვრთნელის, ლავრენტი დავითაშვილის გუნდმა თამაში დამაჯერებლად დაიწყო და პირველივე ტაიმში ნინიკო ჩხეტიანისა (მე-9 წთ.) და თეკლა ბერიძის (მე-17 წთ.) გოლებით კომფორტული უპირატესობა მოიპოვა. მეორე ნახევარში კი სხვაობა ანასტასია ბუჩუკურმა (48-ე წთ.) და ელენე ბოლქვაძემ (54-ე წთ.) გაზარდეს.
საქართველოს ნაკრები სფფ-ის ლაგოდეხის ტექნიკურ ცენტრში ემზადებოდა. 19-წლამდელები სომხეთში თანატოლებთან კიდევ ერთ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებენ, მატჩი 21 აგვისტოს გაიმართება.