საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრებმა შესარჩევ მატჩში ბულგარეთი დაამარცხა​ #1TVSPORT

14:33, 07.10.2026

საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის B ლიგის პირველ მატჩში ბულგრეთს დაუპირისპირდა და 1:0 დაამარცხა.

ლავრენტი დავითაშვილის გუნდმა ტურნირის მასპინძლებთან დაპირისპირების პირველი ნახევარი უგოლოდ დაასრულა. შესვენების შემდეგ კი გამარჯვების გოლი 57-ე წუთზე ანასტასია ბუჩკურმა გაიტანა.

საქართველოს ნაკრები 10 ოქტომბერს ირლანდიასთან ითამაშებს, ხოლო მინიტურნირს 13 ოქტომბერს სომხებთან შეხვედრით დაასრულებს.

2026/27 წლების სეზონის მეორე რაუნდისთვის A ლიგის საგზურს, ჯგუფების გამარჯვებულებთან ერთად, საუკეთესო მეორეადგილოსანიც მოიპოვებს.

მსგავსი