საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისთვის ემზადება #1TVSPORT
საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისთვის ემზადება #1TVSPORT

საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრები შეიკრიბა და ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის B ლიგის მეორე რაუნდისთვის მზადება დაიწყო. ლავრენტი დავითაშვილის გუნდი შესარჩევი მატჩებისთვის სფფ-ის რუსთავის ტექნიკურ ცენტრში ემზადება.

საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 2-8 აპრილს ბულგარეთში გაიმართება. ჩვენი გუნდი ჯგუფის მასპინძელ ბულგარეთს, ლუქსემბურგსა და ლიხტენშტაინს დაუპირისპირდება. A ლიგის საგზურს, B ლიგის ექვსი ჯგუფის გამარჯვებულებთან ერთად, ერთი საუკეთესო მეორეადგილოსანიც მოიპოვებს.

მოახლოებული მატჩებისთვის საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრები 20 ფეხბურთელით ემზადება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარე: სალომე ხაჭაპურიძე (ელიტა), ანანო სიგუა (ნიკე-ლუსო), ნინო მეტრეველი (რუსთავი)

დაცვა: ლიზი ლომოური (ახალგორი), ლოლიტა კალოიანი (რუსთავი), ნათია ცეცხლაძე (კვარტალი), ელენე ბოლქვაძე (ბათუმი), თამუნა ლონდარიძე (ნორჩები), მარიამ კაკულია (ელიტა), ლიზი გოგალაძე (კვარტალი)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ანანო მიქაბერიძე (რუსთავი), მარიამ მამფორია (რუსთავი), ნინი ბერიძე (კვარტალი), ელენე ჩიქოვანი (ნიკე-ლუსო), ლიზი კანკია (კვარტალი), ნინიკო ჩხეტიანი (რუსთავი), ანა საღირაშვილი (ნორჩები), ლიზი კაკულია (დინამო სოხუმი), მარიამ გოგოლაძე (დინამო სოხუმი), ანასტასია ბუჩუკური (ნიკე-ლუსო)

მატჩების განრიგი

2 აპრილი | ლუქსემბურგი – საქართველო | 17:00
5 აპრილი | საქართველო – ლიხტენშტაინი | 17:00
8 აპრილი | საქართველო – ბულგარეთი | 17:00