საქართველოს 19-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა ისრაელთან ამხანაგური მატჩი ფრედ დაასრულა #1TVSPORT
საქართველოს 19-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები ისრაელს მეორე ამხანაგურ მატჩში დაუპირისპირდა. შეხვედრა ფრედ, 0:0 დასრულდა.
ამ გუნდებს შორის პირველი მატჩი 3 მარტს „მიხეილ მესხი 2“-ზე ჩატარდა. ჩვენმა გუნდმა საბა სამუშიასა და გიორგი მეფარიშვილის გოლებით 2:1 მოიგო. მეორე შეხვედრა დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე შედგა.
ეს ლაშა ფირცხალაიშვილის გუნდისთვის მოსამზადებელი ეტაპი იყო 2025 წლის 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ელიტ რაუნდისთვის, რომელიც მარტში გაიმართება. ჩვენი მეტოქეები პოლონეთის, სლოვაკეთისა და მონტენეგროს გუნდები იქნებიან. ჯგუფური ეტაპის მატჩებს საქართველო უმასპინძლებს.
U19 | ელიტ რაუნდი:
19 მარტი | საქართველო – პოლონეთი | მესხი 2 | 19:00
22 მარტი | საქართველო – სლოვაკეთი | მესხი 2 | 19:00
25 მარტი | საქართველო – მონტენეგრო | მესხი 2 | 19:00