საქართველოს 19-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში ბოსნია დაამარცხა #1TVSPORT
საქართველოს 19-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში ბოსნია დაამარცხა #1TVSPORT

საქართველოს 19-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა ამხანაგური მატჩი გამართა ბოსნიისა და ჰერცეგოვინის ნაკრებთან და 3:1 მოიგო.

მეორე ტაიმში ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს, საქართველოს ნაკრებიდან კი თავი ჰალიდ დოლტმურზიევმა საბა მურვანიძემ და რეზი დანელიამ გამოიჩინეს.


ბოსნია და ჰერცეგოვინა – საქართველო 1:3


გოლები: 1:0 სავიჩი (47), 1:1 დოლტმურზიევი (49. დანელიას პასით). 1:2 მურვანიძე (57. ხუციშვილის პასით). 1:3 დანელია (83. შალიკიანის პასით).

საქართველო: ჩოჩოშვილი, ამისულაშვილი, შათირიშვილი (58. გვაზავა), გოგოლი, ელისაშვილი (დანელია), ჩიქოვანი (46, ხუციშვილი), გოგილაშვილი (79. შალიკიანი), კობახიძე (46. მურვანიძე), გონსალვეს- ჩუბინიძე (46. დოლტმურზიევი), ნიორაძე, დიაკონიძე.

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდისთვის ემზადება, რომელიც 12-დან 18 ნოემბერის ჩათვლით  ხორვატიაში გაიმართება. ჯგუფში ქართველი ფეხბურთელების მეტოქეები ხორვატიის, სერბეთისა და გიბრალტარის ნაკრებები იქნებიან.

თამაშების განრიგი:

12 ნოემბერი | საქართველო – ხორვატია;

15 ნოემბერი | საქართველო – სერბეთი;

18 ნოემბერი | საქართველო – გიბრალტარი.