საქართველოს 19-წლამდე ფეხბურთელ გოგონათა ნაკრები შესარჩევ ეტაპს იწყებს #1TVSPORT
საქართველოს 19-წლამდე ფეხბურთელ გოგონათა ნაკრები ბულგარეთში გაემგზავრა, სადაც ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის B ლიგის პირველი რაუნდის მატჩებს გამართავს.
7-დან 13 ოქტომბრის ჩათვლით ლავრენტი დავითაშვილის გუნდი მასპინძელი ბულგარეთის, ირლანდიისა და სომხეთის წინააღმდეგ ითამაშებს.
2026/27 წლების სეზონის მეორე რაუნდისთვის A ლიგის საგზურს, ჯგუფების გამარჯვებულებთან ერთად, საუკეთესო მეორეადგილოსანი მოიპოვებს.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
მეკარეები: თათია ფხაკაძე („ნორჩები“), ნინო მეტრეველი („ნიკე-ლუსო“);
მცველები: ელენე ბოლქვაძე („ნიკე-ლუსო“), ლოლიტა კალოიანი („ვერე“), მაია დავითაშვილი („რუსთავი“), ნინი ვეკუა („ნორჩები“), ნინო დანელია („კოლხეთი“, ხობი);
ნახევარმცველები: ელენე თვალჭრელიძე („მართვე“), ნინო გობაძე („თეთრიწყარო“), მარიამ გასანოვა („კვარტალი“), ნინიკო ჩხეტიანი („კვარტალი“), ანა დოლიშვილი („კვარტალი“), ელენე მურადაშვილი („გორი იუნაიტედი“), ანა მამულაშვილი („ახალგორი“), ანასტასია ბუჩუკური („ნიკე-ლუსო“), ქეთევან ჭურკვეიძე („ბათუმი“);
თავდამსხმელები: ანანო მიქაბერიძე („კვარტალი“), სოფი ხელაშვილი („ოჰაიო პრემიერი“, აშშ).
თამაშების განრიგი:
7 ოქტომბერი, 12:00 | საქართველო – ბულგარეთი;
10 ოქტომბერი, 17:00 | ირლანდია – საქართველო;
13 ოქტომბერი, 14:00 | სომხეთი – საქართველო.