საქართველოს 18 წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში გამარჯვება მოიპოვა
საქართველოს 18 წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში გამარჯვება მოიპოვა

საქართველოს 18 წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატის “B” დივიზიონში პირველი გამარჯვება მოიპოვა.

საქართველოს 18 წლამდე კალათბურთელთა გუნდი ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში აზერბაიჯანის ნაკრებს შეხვდა და მეტოქე 25 ქულიანი სხვაობით 75:50 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრებმა 6-გუნდიან B ჯგუფში 5 მატჩიდან მხოლოდ ერთი მოიგო და მე-5 ადგილი დაიკავა. შესაბამისად, ჩვენი გუნდი ტურნირზე 17-24 ადგილებისთვის საკვალიფიკაციო ბრძოლაში გადაერთო. ადგილების განაწილება იმისთვის არის საჭირო, რომ “B” დივიზიონში მოასპარეზე 24 გუნდიდან ბოლო სამი ადგილის მფლობელი გამოვლინდეს, რომელიც С დივიზიონში დაქვეითდება. ამიტომ, ტურნირზე ყველა ადგილი თამაშდება.
დღეს, 2 აგვისტოს ტურნირზე დასვენების დღეა. საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 3 აგვისტოს, თბილისის დროით 19:30 საათზე, A ჯგუფის ბოლოადგილოსან შვეიცარიის ნაკრებთან გამართავს.