საქართველოს 18-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონი მეშვიდე ადგილზე დაასრულა #1TVSPORT
18-წლამდელთა შორის ევრობასკეტის B დივიზიონის დასკვნით შეხვედრაში, საქართველოს ნაკრებმა ტურნირის მასპინძელი ხორვატია დაძაბულ ბრძოლაში, ორი ქულის უპირატესობით, 83:81 დაამარცხა. შედეგად, ქართველმა კალათბურთელებმა ტურნირზე მეშვიდე ადგილი დაიკავეს.
რაც შეეხება ჩვენი გუნდის მოთამაშეთა ინდივიდუალურ მაჩვენებლებს, შეხვედრაში საუკეთესო იყო მათე ყავლაშვილი. სხვა მოთამაშეთა სტატისტიკა ასე გამოიყურება:
მათე ყავლაშვილი: 16 ქულა, 1 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა.
დავით ფაჩულია: 14 ქულა, 7 მოხსნა, 4 ასისტი და 1 ჩაჭრა
მათე ხატიაშვილი: 13 ქულა, 14 ასისტი და 7 მოხსნა
სანდრო შერვაშიძე და გიორგი დოხნაძე: 11-11 ქულა
ილია ქურდაძე: 8 ქულა
დავით ტრაპაიძე: 7 ქულა
საბა ფაჩულია: 3 ქულა