საქართველოს 18-წლამდე კალათბურთელთა ნაკრები რუმინეთთან დამარცხდა #1TVSPORT

17:10, 01.08.2026

ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში, მე-5–მე-8 ადგილებისთვის გამართულ შეხვედრაში, საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები რუმინელ თანატოლებთან 74:81 დამარცხდა.

თამაში მოწინააღმდეგის უპირატესობით დაიწყო და პირველი მეოთხედი მათივე 8-ქულიანი ლიდერობით, 22:14 დასრულდა. მეორე ათწუთეულში ანატოლი ბოისას შეგირდებმა თამაშის გამოსწორება და სხვაობის შემცირება შეძლეს, რის შედეგადაც გუნდები დიდ შესვენებაზე ანგარიშით 38:32 გავიდნენ.

მესამე პერიოდში ინიციატივა კვლავ რუმინელებმა იგდეს ხელთ და გადამწყვეტი მეოთხედის წინ საქართველო 50:62 ჩამორჩებოდა. მიუხედავად ამისა, მატჩის დასკვნით ნაწილში ქართველმა კალათბურთელებმა მატჩში დაბრუნება მოახერხეს – თამაშის დასრულებამდე წუთითა და 13 წამით ადრე მათ სხვაობა 6 ქულამდე (72:78) შეამცირეს. თუმცა, შეხვედრის ბოლო წამები რუმინეთმა უფრო დამაჯერებლად ჩაატარა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში საუკეთესო იყო გიორგი დოხნაძე, რომელმაც ორმაგი დუბლი შეასრულა – მის ანგარიშზე 17 ქულა, 10 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარებაა. გუნდის შეტევას ასევე დაეხმარნენ დავით ფაჩულია (13 ქულა) და მათე ხატიაშვილი (12 ქულა).

ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში, მე-7–მე-8 ადგილებისთვის შეხვედრაში, ბოისას ნაკრები ხორვატიისა და უნგრეთის დაპირისპირებაში დამარცხებულ გუნდს შეხვდება.

მსგავსი