საქართველოს 18-წლამდე კალათბურთელთა ნაკრები დანიასთან დამარცხდა #1TVSPORT
საქართველოს 18-წლამდე კალათბურთელთა ნაკრები დანიასთან დამარცხდა #1TVSPORT

რუმინეთში მიმდინარე ევრობასკეტის B დივიზიონის გათამაშებაში საქართველოს 18-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა მეორე მატჩი დანიასთან წააგო.

პიტეშტში გამართულ დაპირისპირებაში ნიკა ბურჯანაძის გუნდი 83:85 დამარცხდა. თამაშის დასრულებამდე წუთზე ნაკლები რჩებოდა, როდესაც დანია 84:80 დაწინაურდა. მათე ხატიაშვილმა სამქულიანი ჩააგდო და სხვაობა ერთ ქულამდე შეამცირა. ბოლო წამებზე ქართველები დაჯარიმდნენ, დანიელებმა მხოლოდ ერთი საჯარიმოს რეალიზება მოახერხეს და საქართველოს შანსი გაუჩნდა, თუმცა ყავლაშვილის ტყორცნის შემდეგ ბურთი მიზანს აცდა.

მატჩში საქართველოს მხრიდან ყველაზე შედეგიანი გიორგი ჭირაქაძე იყო – მან გუნდს 21 ქულა და 8 მოხსნა შესძინა. მათე ყავლაშვილმა შეხვედრა 17 ქულით დაასრულა, ხატიაშვილმა კი 12 ქულა, 5 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა მიითვალა.

მომდევნო მატჩს ჩვენი გუნდი 27 ივლისს აზერბაიჯანის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს. შეხვედრა თბილისის დროით 16:30 საათზე დაიწყება.