საქართველოს 18-წლამდე გოგონათა ნაკრები ევრობასკეტის C დივიზიონის პლეი ოფშია #1TVSPORT
საქართველოს 18-წლამდე გოგონათა ნაკრები ევრობასკეტის C დივიზიონის პლეი ოფშია #1TVSPORT

საქართველოს 18-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის C დივიზიონის პლეი ოფის საგზური ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე მოიპოვა. ნუგზარ ჭეიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა მეორე ტურში კვიპროსი 71:61 დაამარცხა.

სალომე სვანი მატჩის საუკეთესო მოთამაშე იყო – 28 ქულა და 6 ჩაჭრა. ნიცა საბადაშვილმა 15 ქულა და 12 მოხსნა მიითვალა, ხოლო ანა გელაშვილმა შეხვედრა 7 ქულით, 11 შედეგიანი გადაცემით, 7 მოხსნითა და 2 ჩაჭრით დაასრულა.

საქართველოს ნაკრების მეტოქე ტურნირის ნახევარფინალში A ჯგუფის მეორეადგილოსანი იქნება.