საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა შესარჩევი ტურნირი მარცხით დაასრულა #1TVSPORT
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა შესარჩევი ტურნირი მარცხით დაასრულა #1TVSPORT

საქართველოს 17-წლამდე ნაკრები ყაზახეთში მიმდინარე შესარჩევი ეტაპის მეორე ტურში ლიეტუვას დაუპირისპირდა და 0:3 დამარცხდა.

ევრო 2025-ის B ლიგის შესარჩევი ტურნირის მეორე რაუნდი გუნდმა ცუდად დაიწყო, მასპინძელ ყაზახეთთან 0:3 დამარცხდა და შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი, პრაქტიკულად, დაკარგული ჰქონდა, მაგრამ ბალტიისპირელებთან დიდი ანგარიშით მარცხი მაინც მოულოდნელი აღმოჩნდა.

ლიეტუვის ნაკრებმა ანგარიში პირველი ტაიმის ბოლოს გახსნა – თავი დომინიკას ტაუჩასმა გამოიჩინა. საქართელოს ნაკრებმა მეორე ტაიმში კიდევ ორი გაუშვა – 50-ე წუთზე ტურჩინსკასმა გაიტანა, ხოლო საბოლოო ანგარიში სიმას გრაბაუსკასმა (59) დააფიქსირა.

ორ შეხვედრაში გიორგი ჩიტაურის გუნდმა გოლი ვერ გაიტანა, საკუთარ კარში ექვსი მიიღო და სამგუნდიან ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავა. 17-წლამდელთა ტურნირის გამარჯვებული ლიეტუვისა და ყაზახეთის დაპირისპირებაში გაირკვევა.