საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ლიეტუვა მეორე მატჩშიც დაამარცხა #1TVSPORT
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ლიეტუვა მეორე მატჩშიც დაამარცხა #1TVSPORT

საქართველოს 17-წლამდე ვაჟთა ასაკობრივმა ნაკრებმა ლიეტუვის 17-წლამდელთა გუნდს მიხეილ მესხის სათადარიგოთა მოედანზე უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა.

ეს ამ გუნდებს შორის მეორე მატჩში იყო. პირველი, რომელიც „პეტრიაშვილი არენაზე“ გაიმართა, საქართველომ ასევე 3:0 მოიგო.

პირველი მატჩის მსგავსად, კვლავ დუბლით გამოიჩინა თავი ქართული ფეხბურთის გამორჩეულმა ტალანტმა ანდრია ბართიშვილმა, რომელმაც მე-9 წუთზე ანგარიში გახსნა, ხოლო 48-ზე სხვაობა ორამდე გაზარდა. საბოლოო ანგარიში კი გიორგი გორგაძემ 77-ე წუთზე დააფიქსირა.


საქართველო – ლიეტუვა 3:0


გოლები: 1:0 ბართიშვილი (9. ცირამუას პასით), 2:0 ბართიშვილი (48), 3:0 გორგაძე (77).

საქართველო: ჭელიძე (55. ცარციძე), ა. ფოცხვერია (ნ. ფოცხვერია), გოგიჩაიშვილი (55. კნოევი), ცირამუა (55. რაზმაძე), კილაძე (80. ცქვიტაია), ფილაური, შარვაშიძე (46. ავდოევი), კუნჭულია (46. ხატოიანი), ბართიშვილი (55. გორგაძე), ვარდანია (80. სარალიძე), კვარაცხელია (68. ლაგვილავა).