საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ავსტრიასთან მატჩი ფრედ დაასრულა #1TVSPORT

22:15, 11.11.2026

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის პირველ რაუნდში ქუთაისში ავსტრიას დაუპირისპირდა და ქულა მოიპოვა – 0:0.

17-წლამდე ნაკრებმა „რამაზ შენგელია არენაზე“ გამართული შეხვედრის პირველ ნახევარში ურიგოდ არ გამოიყურებოდა, მაგრამ გოლის გატანა ვერ ვერ მოახერხა – სურათი არც შესვენების შემდეგ შეიცვალა.

17-წლამდელთა ნაკრები სამგუნდიანი შესარჩევი ჯგუფის მეორე მატჩს 17 ნოემბერს კვლავ „შენგელია არენაზე“ გამართავს და ყაზახეთს დაუპირისპირდება.

მსგავსი