საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები პოლონეთში საერთაშორისო ტურნირზე ითამაშებს #1TVSPORT

11:55, 22.09.2026

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები 25-30 სექტემბერს, პოლონეთში გასამართ სირენკას თასზე ითამაშებს, სადაც ირლანდიას, ჩეხეთსა და ტურნირის მასპინძელ პოლონეთს დაუპირისპირდება.

25 სექტემბერი, ვარშავა, „აქტივნა

ირლანდია – საქართველო

27 სექტემბერი, ვარშავა, „აქტივნა“ ​

ჩეხეთი – საქართველო

30 სექტემბერი, „გკს პოგონი

პოლონეთი – საქართველო

მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი ჩიტაურმა შეკრებაზე საინტერესო ლეგიონერები გამოიძახა – ელიას მიულერი გერმანული „ლანდსჰუტიდან“ და ნიკოლოზ ლიპარტელიანი ესპანური „ატლეტიკ სან ჟუსტიდან“.

საქართელოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: შოთა მეტონიძე („ტორპედო“, ქუთაისის), ელიას მიულერი („ლანდსჰუტი“, გერმანია), ოთარ გურიელი („დინამო თბილისი“);

მცველები: ნიკოლოზ კობზონაძე, გიორგი აბულაძე, საბა მეტონიძე, გაბრიელ გოგუა (ყველა – „დინამო თბილისი“), ნიკოლოზ უღრელიძე („იბერია 1999“), ანდრია ფოცხვერია („ინტერი“ თბილისი), ნიკოლოზ ლიპარტელიანი („ატლეტიკ სან ჟუსტი“, ესპანეთი);

ნახევარმცველები: ალექსანდრე ჩიქოვანი, გიორგი მღებრიშვილი, დაჩი დგებუაძე (სამივე – „ინტერი“ თბილისი), ანდრია ოჩიგავა, დემეტრე ქურასბედიანი, გიორგი ღუნაშვილი (სამივე – „დინამო თბილისი“), ერეკლე კაკულია („სამტრედია“), დიმა ბიჩინაშვილი („დინამოვეცი“, რუსეთი), გური კაკაბაძე („რუსთავი“);

თავდამსხმელები: ჯუმბერ დუმბაძე („გონიო“), ნიკოლოზ სახვაძე („დინამო თბილისი“).

საქართველოს 17-წლამდე ნაკრებისთვის ეს ტურნირი ბოლო შეკრებაა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპამდე, სადაც საგუნდიან ჯგუფში ყაზახეთსა და ავსტრიას დაუპირისპირდება – მატჩებს 11-17 ნოემბერს საქართველო უმასპინძლებს.

2026 | ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი:

11 ნოემბერი | საქართველო – ავსტრია

14 ნოემბერი | ავსტრია – ყაზახეთი

17 ნოემბერი | საქართველო – ყაზახეთი

მსგავსი