საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები „განვითარების თასზე“ ითამაშებს - საერთაშორისო ტურნირს ბელარუსი უმასპინძლებს #1TVSPORT
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები „განვითარების თასზე“ ითამაშებს - საერთაშორისო ტურნირს ბელარუსი უმასპინძლებს #1TVSPORT

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ბელარუსში გაემგზავრება და „განვითარების თასზე“ ითამაშებს – ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი მინსკში გაიმართება.

მთავარი პრიზისთვის 10 ნაკრები იბრძოლებს. გუნდები ორ 5-5-გუნდიან ჯგუფში გადანაწილდნენ. გიორგი ჩიტაურის გაწვრთნილები 6 თებერვალს ისრაელს დაუპირისპირდებიან, 7 თებერვალს – ბელარუს 17-წლამდელებს, 9-ში – მოლდოვას, ხოლო 10 – უზბეკეთს.

მეორე ჯგუფში მოხვდნენ ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და ბელარუსის 17-წლამდელთა ნაკრებები. ტურნირი საკმაოდ ორიგინალური ფორმატით იმართება – ჯგუფებში გამარჯვებულები პირდაპირ ფინალში ითამაშებენ, მეორე ადგილებზე გასულები – მესამე ადგილისთვის იბრძოლებენ, მესამეადგილოსნებიმეხუთესთვის და ა.შ.

ამ ტურნირს ჩვენი ნაკრებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს – ჩიტაურის გუნდისთვის ეს მოსამზადებელი ეტაპია.

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ოქტომბერში, უნგრეთში გამართული ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა და ელიტრაუნდის საგზური მოიპოვა, რომელიც 21-29 მარტს შოტლანდიაში გაიმართება.

მასპინძელი გუნდების გარდა, საქართველოს 17-წლამდელები ელიტრაუნდში გასასვლელად გერმანიისა და ჩეხეთის თანატოლთა ნაკრებებს დაუპირისპირდება. მინსკის ტურნირი ამ მნიშვნელოვანი შეჯიბრებითვის მზადების მნიშვნელოვანი ნაწილია.