საქართველოს 17-წლამდელ გოგონათა ნაკრები ესტონეთთან დამარცხდა #1TVSPORT
საქართველოს 17-წლამდელ გოგონათა ნაკრები ესტონეთთან დამარცხდა #1TVSPORT

საქართველოს 17-წლამდელ გოგონათა ნაკრებმა ლიეტუვაში მიმდინარე უეფა-ს განვითარების თასზე პირველი მატჩი გამართა და ესტონეთის ასაკობრივ ნაკრებთან 1:2 დამარცხდა.

ბალტიისპირელებმა პირველ ტაიმში უპირატესობა მოიპოვეს და ორბურთიანი სხვაობით დაწინაურდნენ. ესტონელები მეექვსე წუთზე ლოვიისე მანისტეს გოლით წინ გავიდნენ, ხოლო 41-ე წუთზე მეტოქის უპირატესობა კეტრინ ალსტაარმა გაზარდა.

სალომე ხუბულურის გუნდმა იბრძოლა და მატჩის მიწურულს ჩამორჩენის მინიმუმამდე შემცირება მოახერხა. 93-ე წუთზე ესტონეთის ნაკრების კარი ნინო მეტრეველმა აიღო.

საქართველოს 17-წლამდელ გოგონათა ნაკრები კაუნასში კიდევ ორ შეხვედრას ჩაატარებს. 4 მაისს ჩვენი გუნდი მასპინძელ ლიეტუვას დაუპირისპირდება, ხოლო 7 მაისს – ბოსნია-ჰერცოგოვინას.