საქართველოს 17-წლამდე ვაჟთა ნაკრები ყაზახეთში მიემგზავრება #1TVSPORT
საქართველოს 17-წლამდე ვაჟთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე რაუნდის B ლიგაში ითამაშებს, სადაც 2008 წელს და შემდეგომ წლებში დაბადებულთა გუნდი ლიეტუვას და ყაზახეთს შეხვდება. ტურნირს ყაზახეთი უმასპინძლებს.
გიორგი ჩიტაურის მიერ გაწვრთნილი გუნდი, ალმათიში 16 მარტს გაემგზავრება. 19 მარტს, მასპინძელ ყაზახეთს დაუპირისპირდება, ხოლო 22 მარტს, ლიეტუვას შეხვდება.
U17 | შემადგენლობა:
მეკარეები: სანდრო კუპატაძე (35-ე სკოლა), საბა ასანიძე („ლოკომოტივი“ თბილისი).
მცველები: ანდრია ფოცხვერია („დინამო თბილისი“), ნიკოლოზ ხუციშვილი (35-ე სკოლა), გიორგი ლომიძე („დინამო თბილისი“), ალიკა გეთიაშვილიი („დინამო თბილისი“), გიორგი ჭეხანი („გაგრა“), შოთა დიაკონიძე („დინამო თბილისი“), ლუკა კუპრავა („ტორპედო“).
ნახევარმცველები: ლუკა ჯაბუა („დინამო თბილისი“), გიგი ბულია („დინამო თბილისი“), საბა ხოფერია („დინამო თბილისი“), ლუკა ციკოლია („დინამო თბილისი“), ნიკოლოზ შალიკიანი („იბერია 1999“), ანდრია ბართიშვილი („კოლხეთი 1913“), გიორგი ხეცურიანი („სამგურალი“), ნიკოლოზ ადუაშვილი („დინამო თბილისი“), ლუკა გელაძე („ლოკომოტივი“ თბილისი).
თავდამსხმელები: თენგო ნებულიშვილი („იბერია 1999“), სანდრო მიქაუტაძე („დინამო თბილისი“).
თამაშების განრიგი:
19 მარტი, „ქაირათის“ აკადემია
11:00 | ყაზახეთი – საქართველო
22 მარტი, „ქაირათის“ აკადემია
11:00 | ლიეტუვა – საქართველო