საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა ევრო 2025-ის შესარჩევი ეტაპი წაგებით დაიწყო. ჩვენი გუნდი ყაზახეთთან 0:3 დამარცხდა.
B ლიგის მეორე რაუნდის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები ყაზახეთს ალმატის „კაირატის“ არენაზე დაუპირისპირდა. პირველი ნახევარი უგოლოდ დასრულდა, მთავარი ამბები კი მეორე ტაიმში მოხდა.
48-ე წუთზე ანგარიში დაულეტ ორინბასარმა გახსნა, 55- თავი ისმაილ ბეკბოლატმა გამოიჩინა, ხოლო 73-ე წუთზე ორინბასარმა დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
სარეიტინგო ტურნირზე, რომელსაც ყაზახეთი მასპინძლობს, გიორგი ჩიტაურის გუნდი 22 მარტს ლიეტუვას შეხვდება.