საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ტესტმატჩში საბერძნეთთან დამარცხდა #1TVSPORT
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ტესტმატჩში საბერძნეთთან დამარცხდა #1TVSPORT

საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრებმა საბერძნეთთან ამხანაგური მატჩი გამართა და 2:4 დამარცხდა.

ჩვენმა გუნდმა, რომელიც ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ემზადება, მეტოქეს ფეხბურთის ფედერაციის რუსთავის ტექნიკურ ცენტრში უმასპინძლა.

სტუმრები ანა კონსტანტინიდუს გოლით დაწინაურდნენ, მაგრამ შესვენებამდე, კუთხურის გათამაშების შემდეგ წონასწორობა ანასტასია ბუჩუკურმა აღადგინა და პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა.

ბერძნებმა მეორე ნახევარში უპირატესობა ვიქტორია კრისტალის დუბლით (68-ე, 90-ე წუთები) და სოფია ველისარიდუს გოლით გაზარდეს. საბოლოო ანგარიში კი პენალტით ანანო წიქარიძემ (90+2) დააფიქსირა.

საქართველოს და საბერძნეთის 17-წლამდელთა ნაკრებების მეორე ამხანაგური შეხვედრა 19 სექტემბერს გაიმართება. მატჩი სფფ-ის რუსთავის ტექნიკურ ცენტრში 18:00 საათზე დაიწყება.