საქართველოს 17-წლამდე ნაკრები მინსკის ტურნირზე მესამედ დამარცხდა #1TVSPORT
საქართველოს 17-წლამდე ნაკრები მინსკის ტურნირზე მესამედ დამარცხდა #1TVSPORT

მინსკის საფეხბურთო არენაზე „განვითარების თასი-2022“ გრძელდება. მეხუთე სათამაშო დღეს ოთხი მატჩი გაიმართება. ბელარუსის ფეხბურთის ფედერაციის ასოციაციის ორგანიზებულ ტურნირზე საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ჯგუფში მესამე მატჩი ჩაატარა და დიდი ანგარიშით დამარცხდა.

გიორგი ჩიტაურის გუნდი უზბეკეთის 17-წლამდელებს დაუპირისპირდა და 0:3 დამარცხდა. საწყის წუთებში საქართველოს ნაკრების უპირატესობის მიუხედავად, ანგარიში უზბეკებმა გახსნეს – პენალტი ურინბოევმა გამოიყენა. მერე ტაიმში კომილოვმა და სოლიევმა გაიტანეს და უზბეკეთის ნაკრებმა 3:0 გაიმარჯვა.

ასეთივე ანგარიშით გუნდმა ისრაელთან და ბელარუსთან დათმო, მხოლოდ „მინსკს“ მოუგო (1:0) და ხუთგუნდიან ჯგუფში გამოსვლა მეხუთე ადგილზე დაასრულა.


საქართველო U17 – უზბეკეთი U17 0:3


გოლები: 0:1 – ურინბოევი (25. პ); 0:2 კომილოვი (64), 0:3 სოლიევი (75).

საქართველო U17: კოპალიანი, ხარჩილავა, ნარიმანიძე, რობაქიძე (41. ციკოლია), ხაჩიძე (64. კარაევი), პარკაძე, ცეცხლაძე (56. პარკინაშვილი), ჩიხაძე (41. გოგიჩაშვილი), მაღრაძე (56. ტაბატაძე), ალიბეგაშვილი, ლორთქიფანიძე.

სათადარიგოები: კურტანიძე, ბასილაძე, გადილია, გიუნაშვილი.