საქართველოს 17 წლამდე ხელბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის სასტარტო მატჩში დამარცხდა
საქართველოს 17 წლამდე ხელბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის სასტარტო მატჩში დამარცხდა

საქართველოს 17 წლამდე ხელბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის სასტარტო მატჩი უიღბლოდ დაიწყო. გივი კარტოზიას სახელობის თბილისის სპორტის სასახლეში მიმდინარე კონტინენტის პირველობაზე ქართველმა ხელბურთელებმა პირველი მატჩი დღეს ლიეტუვას გუნდის წინააღმდეგ გამართეს და დამარცხდნენ. ნაკრების კაპიტანმა ნენო ჯგერენაიამ მატჩის მეშვიდე წუთზე ტრავმა მიიღო და შეხვედრას გამოეთიშა.

შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე მარცხენა გარემარბი ანა ჩხაიძე გახდა, რომელმაც შვიდი გოლი გაიტანა და მას სპეციალური პრიზი გადაეცა. დღეს ჩვენს ჯგუფში შვეიცარიის გუნდმა ლატვიის ნაკრები 39-20 დაამარცხა.

„ა“ ჯგუფი:

სერბეთი – ფარერის კუნძულები 30:26.

უკრაინა – საბერძნეთი 19-18.

ხვალ საქართველოს ნაკრები ფინეთის გუნდს შეხვდება.

თამაში 16:00 საათზე დაიწყება.

4 აგვისტო

12:00 ფარერები – ბულგარეთი

14:00 საბერძნეთი – სერბეთი

16:00 საქართველო – ფინეთი

18:00 ლატვია – ლიეტუვა
ევროპის ჩემპიონატის მატჩებზე დასწრება თავისუფალია.