საქართველოს 17 წლამდე ხელბურთელ გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა მეექვსე ადგილზე დაასრულა
საქართველოს 17 წლამდე ხელბურთელ გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა მეექვსე ადგილზე დაასრულა

საქართველოს 17 წლამდე ხელბურთელ გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა მეექვსე ადგილზე დაასრულა. გივი კარტოზიას სახელობის თბილისის სპორტის სასახლეში მეხუთე ადგილისთვის მატჩში ქართველი გოგონები ფარერის კუნძულების გუნდის წარმომადგენლებთან 16-30 დამარცხდნენ.

ფინალში შვეიცარიის გუნდმა ანგარიშით 35-27 სერბეთის ნაკრები დაამარცხა, მესამე ადგილისთვის მატჩში კი უკრაინელებმა ლიეტუვის გუნდს 30-22 მოუგეს.

ბოლო მატჩში დამარცხების მიუხედავად, შედეგი ცალსახად დადებითია. ამ რანგის ტურნირზე საქართველოს არც ერთ ასაკობრივ გუნდს სამი თამაში არ მოუგია და არც მეექვსე ადგილზე გასულა. ამ შედეგით ასაკობრივი ნაკრებების ევროპულ რეიტინგში საქართველო მკვეთრად დაწინაურდება.

ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში საქართველოს ნაკრების მარცხენა გარემარბი ანა ჩხაიძე მოხვდა, რომელმაც თავის პოზიციაზე მოთამაშეთა შორის ყველაზე მეტი, 23 გოლი გაიტანა. ბომბარდირებში 36 გოლით ელისაბედ ჩხაიძემ მეექვსე-მერვე ადგილი გაინაწილა.