საქართველოს 17 წლამდე ხელბურთელ გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის მეორე მატჩში ფინეთის გუნდი დაამარცხა
საქართველოს 17 წლამდე ხელბურთელ გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის მეორე მატჩში ფინეთის გუნდი დაამარცხა

საქართველოს 17 წლამდე ხელბურთელ გოგონათა ნაკრებმა ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის მეორე მატჩში ფინეთის გუნდი შედეგით 23:22 დაამარცხა და ხვალ, 5 აგვისტოს გივი კარტოზიას სახელობის თბილისის სპორტის სასახლეში ლატვიის გუნდის წინააღმდეგ ითამაშებს. მატჩი 16:00 საათზე დაიწყება.

საქართველოს გუნდის კაპიტანი ნენო ჯგერენაია სასტარტო მატჩში მიღებული ტრავმის გამო ევროპის ჩემპიონატზე ვეღარ ითამაშებს. ის განაცხადში ქეთევან ცინცაძემ შეცვალა, ხოლო კაპიტნისა და გამთამაშებლის ადგილი სასტარტო შემადგენლობაში 15 წლის თამარ ბურკაძეს ერგო.

ფინეთთან მოგებული მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრები 1/2 ფინალში გასვლის შანსს ჯერ კიდევ ინარჩუნებს.

ხვალ ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მატჩები ჩატარდება.

5 აგვისტო
12:00 ბულგარეთი – უკრაინა
14:00 ფარერები – საბერძნეთი
16:00 საქართველო – ლატვია
18:00 ფინეთი – შვეიცარია