საქართველოს 17-წლამდელ გოგონათა ნაკრები უეფა-ს განვითარების თასზე ითამაშებს #1TVSPORT
საქართველოს 17-წლამდელ გოგონათა ნაკრები უეფა-ს განვითარების თასზე ითამაშებს #1TVSPORT

2 მაისიდან 7 მაისის ჩათვლით ლიეტუვა უეფა-ს განვითარების თასს უმასპინძლებს. ტურნირზე საქართველოს 17-წლამდელ გოგონათა ნაკრებიც ითამაშებს.

სალომე ხუბულურის გუნდი კაუნასში ესტონეთის, ბოსნია-ჰერცოგოვინასა და მასპინძელი ლიეტუვას ასაკობრივ გუნდებს დაუპირისპირდება. ნაკრები ბალტიისპირეთში 1 მაისს გაემგზავრება.

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა:

მეკარე: სალომე ხაჭაპურიძე („ელიტა“, თბილისი), ანანო სიგუა („რაჭა“, ამბროლაური), ვიქტორია დობროვოლსკაია („კვარტალი“).

დაცვა: მარიამ შოშიტაშვილი, ლოლიტა კალოიანი („რუსთავი“), ნათია ჯოჯუა („სამეგრელო“, ჩხოროწყუ), თამუნა ლონდარიძე („ნორჩი დინამო“, თბილისი), ნათია ცეცხლაძე („ბათუმი“).

ნახევარდაცვა/შეტევა: მარიამ მამფორია, ანა ხაჩატუროვა („კვარტალი“, თბილისი), მარიამ კაკულია, მარიამ გოგოლაძე („დინამო“, სოხუმი), ანა საღირაშვილი („ნორჩი დინამო“, თბილისი), შორენა ჯანეზაშვილი („გორი“), კესარია მემიშიში („ბათუმი“), კესარია მეტონიძე („რაჭა“, ამბროლაური), თაკო ბულია („ფენიქსი“, ზუგდიდი), ნინო მეტრეველი („რუსთავი“).

მატჩების განრიგი:

2 მაისი, 17:00
ესტონეთი – საქართველო
4 მაისი, 17:00
ლიეტუვა – საქართველო
7 მაისი, 12:00
ბოსნია-ჰერცოგოვინა – საქართველო