საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრები საბერძნეთთან დამარცხდა #1TVSPORT
საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადების ფარგლებში პირველი ამხანაგური მატჩი გამართა და 0:2 დამარცხდა.
სალომე ხუბულურის გუნდი ათენში საბერძნეთის ნაკრებს ესტუმრა. გატანილი გოლების გარეშე დასრულებული პირველი ტაიმის შემდეგ ჩვენი გუნდი მეორე ტაიმშიც მასპინძლებს ღირსეულ წინააღმდეგობას უწევდა.
საბერძნეთის ნაკრებმა ანგარიში 69-ე წუთზე გახსნა. ჩვენი 17-წლამდელების კარი გეორგია მოშონამ აიღო, ხოლო 89-ე წუთზე ანა კონსტანტინიდუმ გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრები საბერძნეთის წინააღმდეგ მეორე ამხანაგურ მატჩს 13 თებერვალს გამართავს. შეხვედრა კვლავ ათენში შედგება და თბილისის დროით 13:30 საათზე დაიწყება.