საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრები საბერძნეთთან ამხანაგურ მატჩებს გამართავს #1TVSPORT
საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრები საბერძნეთთან ამხანაგურ მატჩებს გამართავს #1TVSPORT

საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე რაუნდის მატჩებისთვის ემზადება.

მთავარმა მწვრთნელმა, სალომე ხუბულურმა შეკრებაზე 20 ფეხბურთელი გამოიძახა და ფეხბურთის ფედერაციის დიდი დიღმის საფეხბურთო ცენტრში ავარჯიშებდა, ხოლო 10 თებერვალს გუნდი ათენში გაემგზავრა, სადაც საბერძნეთის ასაკობრივ ნაკრებთან 11 და 13 თებერვალს ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს – მატჩები თბილისის დროით 13:30 საათზე დაიწყება.

საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრები, რომელიც ისტორიაში პირველად გადავიდა საკვალიფიკაციო ეტაპის A დივიზიონში, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევში იტალიის, ჩეხეთისა და ხორვატიის ნაკრებებს დაუპირისპირდება. ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურს ჯგუფის გამარჯვებული მოიპოვებს, ბოლო ადგილზე გასული გუნდი კი B ლიგაში დაქვეითდება. ჩვენი ჯგუფის მატჩებს 8-დან 14 მარტის ჩათვლით ხორვატია უმასპინძლებს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: ანანო სიგუა („ნიკე-ლუსო“), ნინო მეტრეველი („რუსთავი“), ელენე ბონდარევა („ნორჩი დინამო“);

მცველები: ლოლიტა კალოიანი („რუსთავი“), ელიზაბეტ რიჟამაძე („კვარტალი“), ლიზი კავსაძე („ნორჩები“), სოფო ხაჟალია („ნორჩები“), ნინი ვეკუა („ნორჩები“);

ნახევარმცველები: კესო მეტონიძე („რაჭა“), ანანო მიქაბერიძე („რუსთავი“), ლიზი კაკულია („დინამო“ გაგრა), ანანო ჯოჯუა („კოლხეთი“ ხობი), თაკო ბულია („რაჭა“), ანა დოლიშვილი („ახალგორი“), ქეთევან ჭურკვეიძე („ბათუმი“), სოფო ბერულავა („ნორჩი დინამო“), მარიამ გასანოვა („კვარტალი“);

თავდამსხმელები: თეკლა ბერიძე („ნიკე-ლუსო“), სესილი გაბრელიანი („ახალგორი“), ანი დავითულიანი („სამეგრელო“).