საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრები ევროშესარჩევ ციკლში ისრაელთან დამარცხდა #1TVSPORT
საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრები ევროშესარჩევ ციკლში ისრაელთან დამარცხდა #1TVSPORT

საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის B ლიგაში პირველი მატჩი გამართა და ისრაელთან დამარცხდა.

სალომე ხუბულურის გუნდმა ისრაელის ასაკობრივ ნაკრებთან შეხვედრა მინიმალური სხვაობით, 2:3 დათმო. ისიც აღსანიშნავია, რომ საქართველოს ასაკობრივმა ნაკრებმა მეტოქეს დიდი წინააღმდეგობა გაუწია.

პირველი ტაიმის ბოლო წუთზე ჩვენი გუნდი ნინო ბუხრიკიძემ დააწინაურა. მეორე ტაიმში ისრაელმა მორან მოსკოვიცის გოლით ანგარიში გაათანაბრა, შემდეგ კი ადეე გოულდენმა მეტოქე დააწინაურა. ნინო ბუხრიკიძემ წონასწორობა კიდევ ერთხელ გაათანაბრა, მაგრამ ადეე გოულდენმა 81-ე წუთზე დუბლი შეასრულა და ისრაელს გამარჯვება მოუტანა 3:2.


ისრაელი – საქართველო 3:2


გოლები: 0:1 ბუხრიკიძე (45+1), 1:1 მოსკოვიცი (57), 2:1 ადეე გოულდენი (69), 2:2 ბუხრიკიძე (74), 3:2 გოულდენი (81)

საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე მატჩს საქართველოს ნაკრები ტურნირის მასპინძელ შოტლანდიასთან 15 მარტს გამართავს.