საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრები A ლიგაში იტალიასთან დამარცხდა #1TVSPORT
საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე რაუნდში პირველი მატჩი გამართა.
გოგონათა გუნდმა, რომელიც ისტორიაში პირველად ასაპრეზობს A ლიგაში, სადებიუტო მატჩი იტალიის ნაკრებთან 0:5 დათმო.
მეტოქემ პირველივე ტაიმში სოლიდური უპირატესობა მოიპოვა – 3:0. მეორე ტაიმში იტალიელებმა უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდეს.
მომდევნო მატჩს ჩვენი გუნდი 11 მარტს, ჩეხეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს. ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურს ჯგუფის გამარჯვებული მოიპოვებს, ბოლო ადგილზე გასული გუნდი კი, B ლიგაში გადაინაცვლებს.