საქართველოს 17-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა ლიეტუვა დაამარცხა #1TVSPORT
საქართველოს 17-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა ლიეტუვა დაამარცხა #1TVSPORT

საქართველოს 17-წლამდე ვაჟ ფეხბურთელთა ნაკრებმა ლიეტუველ თანატოლებს უმასპინძლა და მეტოქე სამბურთიანი სხვაობით დაამარცხა – 3:0.

თბილისის დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში ანგარიში მე-10 წუთზე ლუკა შარიქაძემ გახსნა, რომელმაც მეტოქის საჯარიმოში შექმნილი სახიფათო მომენტი ზუსტი დარტყმით დაასრულა.

შესვენების შემდეგ ანდრია ბართიშვილმა დუბლის შესრულება მოახერხა. ფოთის „კოლხეთის“ თავდამსხმელმა პირველად მეტოქის კარი 51-ე წუთზე აიღო, ხოლო საბოლოო ანგარიში 68-ე წუთზე დააფიქსირა. ეს გოლი განსაკუთრებით ეფექტური გამოდგა – ბართიშვილმა მცველები მოატყუა და მახვილი კუთხიდან გაიტანა.

სანდრო კობახიძის გუნდი ლიეტუველებთან მომდევნო ამხანაგურ მატჩს 30 სექტემბერს, 18:00 საათზე, მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანზე ჩაატარებს.