საქართველოს 17-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები რუმინეთში შეკრებაზე მიემგზავრება #1TVSPORT
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები რუმინეთში გაემგზავრა, სადაც 6 და 9 ივნისს ბუქარესტთან ახლოს, ბუფტიაში, თურქეთისა და რუმინეთის ასაკობრივ გუნდებთან ამხანაგურ მატჩებს გამართავს. საინტერესოა, რომ გუნდშია გერმანული კლუბის, „ვაკერ ბურგჰაუზენის“ მეკარე ელიას მიოლერი.
6 ივნისი | 19:00
თურქეთი — საქართველო
9 ივნისი | 19:00
საქართველო — რუმინეთი
გიორგი ჩიტაურის გუნდი შემოდგომაზე გასამართი 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლისთვის ემზადება. ჩვენი ნაკრები 3-გუნდიან ჯგუფში მოხვდა და ყაზახეთსა და ავსტრიას დაუპირისპირდება. საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩებს 11-17 ნოემბერს საქართველო უმასპინძლებს.
11 ნოემბერი
საქართველო — ავსტრია
14 ნოემბერი
ავსტრია — ყაზახეთი
17 ნოემბერი
საქართველო — ყაზახეთი
U17 | შემადგენლობა
მეკარეები: შოთა მეტონიძე („ტორპედო“ ქუთაისი), ელიას მიოლერი („ვაკერ ბურგჰაუზენი“, გერმანია).
მცველები: ანდრია ფოცხვერია („ინტერის აკადემია“ თბილისი), ნიკოლოზ თომაევი („დინამო“ თბილისი), ნიკოლოზ კობზონაძე („დინამო“ თბილისი), ნიკოლოზ უღრელიძე („იბერია 1999“), ილია კვარაცხელია („სელერო“), სანდრო ხარაზი („ინტერის აკადემია“ თბილისი), დემეტრე ჩხარტიშვილი („ინტერის აკადემია“ თბილისი), გაბრიელ გოგუა („დინამო“ თბილისი).
ნახევარმცველები: ალექსანდრე ჩიქოვანი („ინტერის აკადემია“ თბილისი), დავით მაჭარაშვილი („დინამო“ თბილისი), ანდრია ოჩიგავა („დინამო“ თბილისი), ერეკლე კაკულია („სელერო“), დემეტრე ქურასბედიანი („დინამო“ თბილისი), თორნიკე კვარაცხელია („დინამო“ თბილისი), ჯუმბერ დუმბაძე („პორტუსი“ ბათუმი), კახი კოჭუაშვილი („იბერია 1999“).
თავდამსხმელები: ლევან ჭიკაიძე („დინამო“ თბილისი), ნიკოლოზ სახვაძე („დინამო“ თბილისი).