საქართველოს 17 და 19-წლამდე გოგონათა ნაკრები გუნდები B ლიგაში ითამაშებენ - მათი მეტოქეები ცნობილია #1TVSPORT
ნიონში, უეფა-ს შტაბ-ბინაში 17 და 19-წლამდე გოგონათა ნაკრები გუნდების ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი რაუნდის წილისყრა გაიმართა.
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები B ლიგის მეოთხე ჯგუფში მოხვდა, სადაც მისი მეტოქეები უელსი, ჩრდილოეთ მაკედონია და ლუქსემბურგი იქნებიან. B ლიგის მეორე ჯგუფში ითამაშებს 19-წლამდელების ნაკრები, რომელიც ირლანდიას, ბულგარეთსა და სომხეთს შეხვდება.
მატჩები შემოდგომაზე გაიმართება და A ლიგის საგზურს, ჯგუფების გამარჯვებულებთან ერთად, საუკეთესო მეორეადგილოსანიც მიიღებს. ჯგუფების მასპინძელთა ვინაობა მოგვიანებით დაზუსტდება.