საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ევრობასკეტზე გამოსვლა მე-11 ადგილზე დაასრულა #1TVSPORT

18:55, 16.08.2025

16-წლამდელ კალათბურთელთა ევროპის ჩემპიონატზე, რომელსაც თბილისმა უმასპინძლა, საქართველოს ნაკრებმა რუმინეთი 88:84 დაამარცხა, ტურნირზე გამოსვლა მე-11 ადგილზე დაასრულა და A დივიზიონში ადგილი შეინარჩუნა.

რუმინელებთან მატჩში საქართველოს ნაკრებში ყველაზე შედეგიანი ლუკა ფოჩხუა იყო, რომლის ანგარიშზეც 23 ქულა და 8 მოხსნაა, 10-ქულიანი ზღვარი გადალახეს ბესო გიგაურმა (15 ქულა, 6 მოხსნა), საბა პატაშურმა (13 ქულა, 6 პასი), აკმალხან აუბაქიროვმა (13 ქულა, 6 მოხსნა) და დავით ტრაპაიძემ (12 ქულა, 6 პასი).

მსგავსი