საქართველოს 16-წლამდე ვაჟთა ნაკრები თურქეთთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს #1TVSPORT
საქართველოს 16-წლამდე ნაკრები 25 და 27 თებერვალს რუსთავის ტექნიკური ცენტრის მოედანზე თურქეთის ასაკობრივ გუნდთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს – ორივე შეხვედრა 17:00 საათზე დაიწყება.
ალქსანდრე კობახიძის მიერ გაწვრთნილი გუნდი მომდევნო 17-წლამდე ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის ემზადება, რომლებიც სექტემბერში საქართველოში გაიმართება. ჯგუფში, საქართველოს გარდა საბერძნეთისა და ისლანდიის ნაკრებები ითამაშებენ.
თურქეთთან გასამართი მატჩებისთვის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრე კობახიძემ შემადგენლობა დაასახელა:
მეკარეები: მათე ჭელიძე („დინამო თბილისი“), ლუკა მამასახლისი (სფფ-ის ქუთაისის აკადემია), გიგა გიგაური („სელერო“).
მცველები: დავით ცქვიტაია, ალიკა გეთიაშვილი, იოანე გოგიჩაიშვილი, ანდრია ფოცხვერია, ლუკა შარიქაძე, თორნიკე ფილაური (ყველა – „დინამო თბილისი“), ლუკა გიორგაძე (სფფ-ის ქუთაისის აკადემია), გიორგი ლეჟავა („სელერო“).
ნახევარმცველები: ლუკა შარვაშიძე, გიორგი გორგაძე, ლუკა ჯუღელი (ყველა – „დინამო თბილისი“), ლუკა ხელაძე („იბერია 1999“), გიორგი ლაგვილავა (35-ე სკოლა), ლუკა კნოევი („ოსნაბრუკი“, გერმანია), დაჩი მერკვილაძე („სელერო“), გეგა დათუნაიშვილი („სედარ სტარს აკადემია“, აშშ).
თავდამსხმელები: სანდრო მიქაუტაძე („დინამო თბილისი“), ანდრია სვანიძე („გენგამი“, საფრანგეთი), ანდრია ბართიშვილი („კოლხეთი“ ფოთი).