საქართველოს 16-წლამდე ვაჟთა ნაკრები აზერბაიჯანში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს #1TVSPORT
საქართველოს 16-წლამდე ვაჟთა ნაკრები ორ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს. ალექსანდრე კობახიძის გუნდი აზერბაიჯანის ქალაქ გაბალაში გაემგზავრება, სადაც 8 ივნისს – ყაზახეთის, ხოლო 10 ივნისს აზერბაიჯანის ასაკობრივ ნაკრებებს დაუპირისპირდება.
მოახლოებული მატჩებისთვის 16-წლამდელთა გუნდი 22 ფეხბურთელით ემზადება.
მეკარეები: მათე ჭელიძე („დინამო თბილისი“), გიორგი კახიძე („სფფ ქუთაისი“)
მცველები: ანდრია ფოცხვერია („დინამო თბილისი“), იოანე გოგიჩაიშვილი („დინამო თბილისი“), ალიკა გეთიაშვილი („დინამო თბილისი“), დავით ცქვიტაია („დინამო თბილისი“), ნიკა კანდელაკი („იბერია 1999“), ლუკა შარიქაძე („დინამო თბილისი“), ლევან მანჩხაშვილი („იბერია 1999“), ნიკა ფოცხვერია („დინამო თბილისი“), თორნიკე ფილაური („დინამო თბილისი“)
ნახევარმცველები: საბა შარვაშიძე („დინამო თბილისი“), ედვინ მხოიანი („ინტერის აკადემია“), გიორგი ლაგვილავა („35-ე სკოლა“), სავა ავდოევი („იბერია 1999“), თორნიკე კვარაცხელია („დინამო თბილისი“), ნიკა კოღუაშვილი („რეჯინა“, იტალია), რეზი ვარდანია („ლოკომოტივი“)
თავდამსხმელები: ანდრია სვანიძე („გენგამი“, საფრანგეთი), სანდრო მიქაუტაძე („დინამო თბილისი“), ანდრია ბართიშვილი („კოლხეთი 1913“)
მატჩების განრიგი:
8 ივნისი, 12:00 — ყაზახეთი vs საქართველო
10 ივნისი, 17:00 — აზერბაიჯანი vs საქართველო