საქართველოს 16-წლამდე ნაკრები თურქეთთან დამარცხდა #1TVSPORT

19:30, 25.02.2025

საქართველოს 16-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა ფეხბურთის ფედერაციის რუსთავის ტექნიკური ცენტრის მოედანზე თურქეთს უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით დამარცხდა 1:2.

მე-10-ე წუთზე ანგარიში არი დემირბილეკმა გახსნა. მალევე უმცროსი „ჯვაროსნების“ კაპიტნის, ლუკა შერვაშიძის ეფექტური პასის შემდეგ, გიორგი გორგაძემ წონასწორობა აღადგინა. საბოლოო ანგარიში კი ემირ ენე საიარმა 84-ე წუთზე შორეული დარტყმით დააფიქსირა.

სანდრო კობახიძის გუნდი თურქეთის წინააღმდეგ მეორე ტესტმატჩს, 27 თებერვალს 17:00 საათზე გამართავს.

მსგავსი