საქართველოს 16-წლამდე კალათბურთელ გოგონათა ნაკრებმა გიბრალტარი 83 ქულის სხვაობით დაამარცხა #1TVSPORT
საქართველოს 16-წლამდე კალათბურთელ გოგონათა ნაკრებმა გიბრალტარი 83 ქულის სხვაობით დაამარცხა #1TVSPORT

საქართველოს 16-წლამდე კალათბურთელ გოგონათა ნაკრებმა კოსოვოში ევროპის ჩემპიონატის C დივიზიონის ჯგუფურ ეტაპზე გამოსვლა გიბრალტარის ნაკრებთან გამარჯვებით დაასრულა. ქართველმა გოგონებმა გიბრალტარის გუნდს 83 ქულის სხვაობით, 113:30 მოუგეს.

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის C დივიზიონის A ჯგუფში გამოსვლა ერთი გამარჯვებითა და ორი მარცხით მესამე ადგილზე დაასრულა.

გიბრალტართან მატჩში ყველაზე შედეგიანი 22 ქულით ანა მესტუმრიშვილი იყო, ხოლო ეკატერინე ქართველიშვილმა შეხვედრა 18 ქულით დაასრულა.

ქართველი კალათბურთელები ტურნირზე მე-5-მე-8 ადგილებისთვის ბრძოლაში ჩაერთვებიან. მომდევნო მატჩს 16-წლამდე გოგონათა ნაკრები 12 ივლისს ჩაატარებს, მეტოქე მოგვიანებით გახდება ცნობილი.