საქართველოს 16-წლამდე გოგონათა ნაკრებმა C დივიზიონში მესამე ადგილი დაიკავა #1TVSPORT
საქართველოს 16-წლამდე გოგონათა ნაკრებმა C დივიზიონში მესამე ადგილი დაიკავა #1TVSPORT

საქართველოს 16-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის C დივიზიონში მესამე ადგილისთვის მატჩი მალტასთან გამართა, 51:46 გაიმარჯვა და ტურნირზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

თამაში ძალიან დაძაბული გამოვიდა და საქართველოს ნაკრებმა მნიშვნელოვანი უპირატესობის მოპოვება შეხვედრის მეორე მეოთხედში მოახერხა – 16:8. მეორე ტაიმში მალტამ სხვაობის ერთ ქულამდე შემცირებაც შეძლო, თუმცა საქართველოს გამარჯვება კითხვის ნიშნის ქვეშ აღარ დაუყენებია.

მატჩის საუკეთესო მექულე სალომე სვანი იყო, რომელმაც 24 ქულა დააგროვა. სალომე ამ ტურნირზე საქართველოს ნაკრების ბომბარდირიც გახდა.

შეგახსენებთ, რომ B დივიზიონის ჯგუფურ ეტაპზე საქართველომ გიბრალტარი და სომხეთი დაამარცხა, ხოლო მალტასთან წააგო. ტურნირის ნახევარფინალში ქართველებმა ბოლო წამზე აზერბაიჯანელ თანატოლებთან 72:74 წააგეს. საბოლოოდ, აზერბაიჯანის ნაკრები ტურნირის გამარჯვებულიც გახდა.