საქართველოს 16-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ალბანეთში უეფა-ს განვითარების თასზე ითამაშა #1TVSPORT
საქართველოს 16-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ალბანეთში უეფა-ს განვითარების თასზე ითამაშა #1TVSPORT

საქართველოს 16-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ალბანეთში, უეფა-ს განვითარების თასის ფარგლებში ჩატარებულ ტურნირზე ითამაშა და სამიდან ორი მატჩი პენალტების სერიაში დათმო.

ტურნირი ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში გაიმართა. პირველ შეხვედრაში ჩვენმა გუნდმა მასპინძელ ალბანეთთან ძირითადი დრო ფრედ, 1:1 დაასრულა. ტურნირის ფორმატის მიხედვით, ფრის შემთხვევაში მატჩი პენალტების სერიით სრულდება — გამარჯვება ალბანელებმა მოიპოვეს.

მეორე მატჩში საქართველოს ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონიის ასაკობრივ გუნდთან მინიმალური ანგარიშით დამარცხდა. დასკვნით შეხვედრაში კი ჩვენი გუნდი ბულგარეთს დაუპირისპირდა. ძირითადი დრო 2:2 დასრულდა, თუმცა პენალტების სერიაში ისევ მეტოქემ იმარჯვა.