საქართველოს 16-წლამდე გოგონათა ნაკრები სან მარინოში უეფა-ს განვითარების თასზე ითამაშებს #1TVSPORT
საქართველოს 16-წლამდე გოგონათა ნაკრები სან მარინოში უეფა-ს განვითარების თასზე ითამაშებს #1TVSPORT

16 აპრილიდან 21 აპრილის ჩათვლით, საქართველოს 16-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფა-ს განვითარების თასზე ითამაშებს, რომელსაც სან მარინო უმასპინძლებს. სალომე ხუბულურის გუნდი ტურნირზე 15 აპრილს გაემგზავრება და, მასპინძლების გარდა, ლუქსემბურგსა და ესტონეთს ეთამაშება.

საქართველოს 16-წლამდე გოგონათა ნაკრების შემადგენლობა:

მეკარე: ვიქტორია დობროვოლსკაია („რუსთავი“), თათია ფხაკაძე („ვერე“);

დაცვა: ლიზი კაკულია („დინამო“ გაგრა), ლოლიტა კალოიანი („რუსთავი“), ელენე ბოლქვაძე („ბათუმი“), ელიზაბეტ რიჟამაძე („კვარტალი“), ლიზი უშხვანი („ნორჩი დინამო“);

ნახევარდაცვა/შეტევა: ანანო მიქაბერიძე, ნატო გუტიკაშვილი, ნინო მეტრეველი (სამივე – „რუსთავი“), ანანო ჯოჯუა, თაკო ბულია (ორივე – „კოლხეთი“, ხობი), ქეთევან ჭურკვეიძე („ბათუმი“), სოფო ბერულავა, ანასტასია ბუჩუკური (ორივე – „ნორჩი დინამო“, თბილისი), სოფი ხელაშვილი, ირინა ჩხიკვაიძე (ორივე – „ოჰაიო პრემიერ სოკერი“), ანანო ცისკარიძე („ნორჩი დინამო“, თბილისი).

მატჩების განრიგი:

16 აპრილი. 18:30

სან მარინო – საქართველო

18 აპრილი. 12:30

ლუქსემბურგი – საქართველო

21 აპრილი, 12:00

საქართველო – ესტონეთი