საქართველოს 16-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა თურქული შეკრება დაასრულა #1TVSPORT

00:02, 23.08.2026

საქართველოს 16-წლამდელთა ვაჟთა ნაკრებმა, რომელიც ევროპის ჩემპიონატის მომდევნო შესარჩევი ციკლისთვის ემზადება, ტრაპიზონში შეკრება გაიარა და ორი ამხანაგური მატჩი გამართა.

სანდრო კობახიძის გუნდის მეტოქე ორივე შემთხვევაში თურქეთის თანატოლთა ნაკრები იყო. პირველ შეხვედრაში ჩვენი გუნდი 0:1 დამარცხდა, მეორე მატჩი კი, რომელიც გაცილებით დაძაბული გამოდგა, ასევე მინიმალური სხვაობით – 1:2 წააგო.

ეს გუნდი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩებს 2027 წლის შემოდგომაზე გამართავს. სანდრო კობახიძის ფორმაციის ნაკრები 2011 და შემდგომ წლებში დაბადებული მოთამაშეებით არის დაკომპლექტებული.

მანამდე კი გიორგი ჩიტაურის 17-წლამდელთა ნაკრები, რომელიც 2010 და შემდგომ წლებში დაბადებული ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული, საკვალიფიკაციო რაუნდს ნოემბერში დაიწყებს. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული მატჩები საქართველოში გაიმართება.

11 ნოემბერი: ავსტრია – საქართველო

14 ნოემბერი: ყაზახეთი – ავსტრია

17 ნოემბერი: საქართველო – ყაზახეთი

მსგავსი