საქართველოს 15-წლამდე წყალბურთელთა ნაკრები ევროპის 2019 წლის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს
საქართველოს 15-წლამდე წყალბურთელთა ნაკრები ევროპის 2019 წლის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს

ახალგაზრდა ქართველმა წყალბურთელებმა (15-წლამდელთა ნაკრები) ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, რომელიც თბილისის ოლიმპიკის აუზზე ჩატარდა, ხუთიდან ოთხი მატჩი მოიგეს.

გელა ტუკვაძის გაწვრთნილმა ნაკრებმა სლოვაკეთი (11:7), ბულგარეთი (18:4), ლიეტუვა (13:5) და აზერბაჯანი (31:2) დაამარცხა. ბოლო შეხვედრაში კი სერბეთთან 6:13 წააგო და D ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა, რითაც ევროპის ჩემპიონატის საზგური მოიპოვა.

1. სერბეთი 5 5 0 0 111:19 15
2. საქართველო 5 4 0 1 79:31 12
3. სლოვაკეთი 5 3 0 2 50:40 9
4. ბულგარეთი 5 2 0 3 42:64 6
5. ლიეტუვა 5 1 0 4 50:60 3
6. აზერბაიჯანი 5 0 0 5 8:128 0

2019 წლის ევროპის ჩემპიონატი წყალბურთში 15-წლამდელთა შორის 21-28 ივლისს ბულგარეთში ჩატარდება.