საქართველოს 15-წლამდე მოჭიდავეთა ნაკრებმა რუმინეთში გამართულ ტურნირზე 28 მედალი მოიპოვა #1TVSPORT
საქართველოს 15-წლამდე მოჭიდავეთა ნაკრებმა რუმინეთში გამართულ ტურნირზე 28 მედალი მოიპოვა #1TVSPORT

საქართველოს 15-წლამდე მოჭიდავეთა ნაკრებმა რუმინეთის ქალაქ კლუჟში გამართულ იოან მურესანისა და ვალერიუ ბულარკას სახელობის ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირზე წარმატებით იასპარეზა.

ახალგაზრდა ქართველმა მოჭიდავეებმა 28 მედლის მოპოვება მოახერხეს. თავისუფალ ჭიდაობაში 9 ოქროს, 3 ვერცხლისა და 5 ბრინჯაოს მედალს დაეუფლნენ, ხოლო ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში – 3 ოქროს, 2 ვერცხლსა და 6 ბრინჯაოს.

ჩვენმა სპორტსმენებმა საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავეს როგორც თავისუფალ, ისე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში.

ტურნირში მონაწილეობდნენ საქართველოს, რუმინეთის, დიდი ბრიტანეთის, იტალიის, საფრანგეთის, მოლდოვის, უკრაინის, ლიეტუვის, საბერძნეთის, უნგრეთის, სლოვაკეთისა და ისრაელის 15-წლამდელთა ნაკრებები.