საქართველოს 15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფა-ს განვითარების თასზე ითამაშებს #1TVSPORT

11:58, 26.08.2026

საქართველოს 15-წლამდე გოგონათა ნაკრები სერბეთში გაემგზავრა, სადაც 26-დან 31 აგვისტოს ჩათვლით უეფა-ს განვითარების თასზე ითამაშებს.

გუნდი მოახლოებული მატჩებისთვის გიორგი გიოშვილის ხელმძღვანელობით სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ 18 ფეხბურთელით ემზადებოდა. 15-წლამდელები სერბეთში სამ თამაშს გამართავენ, მეტოქეები უელსი, ისრაელი და მასპინძელი სერბეთი იქნებიან.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარე: ნუცა ნადირაძე („რუსთავი“), ანიტა მეტრეველი („გორი იუნაიტედი“);

მცველები: ნინი ჯანელიძე („მართვე“), ბარბარე კაპატაძე („მართვე“), ანასოფია ბერიშვილი („ვერე“), ბარბარე გულბანი („ტორპედო“);

ნახევარმცველები: თეონა მახარაძე („ბათუმი“), ნინო ჯგერენაია („კვარტალი“), ანასტასია ხანთაძე („მართვე“), ალისა კუნწარია („მართვე“), სალომე ჯავახიშვილი („სპაერი“), ანანო ჯიღაური („რუსთავი“), ანასტასია კილაძე („ტორპედო“), ანი გაგლოშვილი („ვერე“), მარიამ ხვადაგიანი („ვერე“), მარიამ ხულორდავა („ნორჩები“);

თავდასხმა: ნინო დავითაშვილი („გორი იუნაიტედი“), ელენე ჩხეიძე („მართვე“).

მატჩების განრიგი:

26 აგვისტო, 15:00 | სერბეთი – საქართველო;

28 აგვისტო, 15:00 | საქართველო – უელსი;

31 აგვისტო, 12:30 | საქართველო – ისრაელი.

მსგავსი