საქართველოს 15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება #1TVSPORT

11:48, 19.08.2025

საქართველოს 15-წლამდე გოგონათა ნაკრები ხორვატიაში გაემგზავრა, სადაც უეფა-ს განვითარების თასზე ითამაშებს.

საინტერესოა, რომ გუნდის მთავარი მწვრთნელი ეროვნული ნაკრების ყოფილი მოთამაშე ტატიანა მატვეევაა. მისი ხელმძღვანელობით, ჩვენი გუნდი მოახლოებული მატჩებისთვის სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ 18 ფეხბურთელით ემზადება.

საქართველოს 15-წლამდელთა ნაკრები 20-25 აგვისტოს ჩათვლით ხორვატიაში სამ შეხვედრას ჩაატარებს. ჩვენი მეტოქეები ბოსნია და ჰერცეგოვინა, ხორვატია და ისრაელი იქნებიან.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარე: მელანო ძაძუა (ქსკ საბურთალო), თინიკო ჯაიანი (ბათუმი)

დაცვა: ანასტასია მარგიანი (თეთრიწყარო), ბარბარე მანაგაძე (მართვე), სესილი სვანიძე (კოლხეთი ხობი), თეკლა ხარაზიშვილი (ნორჩები)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ნინო სხირტლაძე (ქსკ საბურთალო), ლინა სურმალიანი (ეძანი), ნინო აბულაძე (ბათუმი), ლიზი ბახტაძე (სპაერი), ნატალია გუგულაშვილი-აფციაური (ფუენლაბრადა ატლანტისი, ესპანეთი), მარიამ დარჩიაშვილი (კვარტალი), თამარ მარუაშვილი (მართვე), თამარ კაპანაძე (ახალგორი), მარიამ ნათაძე (დინამო სოხუმი), ანასტასია ცხოვრებაძე (ნორჩები), სესილი მასხარაშვილი (რუსთავი), მარიტა ჯალაღონია (მტრედები)

მატჩების განრიგი:

20 აგვისტო, 19:30
ბოსნია და ჰერცეგოვინა – საქართველო
22 აგვისტო, 12:00
ხორვატია – საქართველო
25 აგვისტო, 12:00
საქართველო – ისრაელი

მსგავსი