საქართველოს ​მასტერლიგის ​ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე საბერძნეთთან ფრედ ითამაშა #1TVSPORT
საქართველოს ​მასტერლიგის ​ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე საბერძნეთთან ფრედ ითამაშა #1TVSPORT

მასტერლიგის ევროპის ჩემპიონატზე (7X7-ზე ფეხბურთი) საქართველოს ნაკრებმა მეორე მატჩი საბერძნეთის წინააღმდეგ გამართა და ფრედ ითამაშა – 0:0.

პირველი მატჩი ჩვენმა ნაკრებმა საფრანგეთთან ასევე ფრედ ითამაშა (2:2). ნიდერლანდების ნაკრები ტექნიკური პრობლემის გამო გათამაშებას გამოეთიშა, საქართველოს ნაკრებს კი მასთან დარჩენილ მატჩში, რომელიც 22 მაისს უნდა გამართულიყო, 3:0 მოგება ჩაეთვლება.